საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას და მედიას ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სამინისტრომ შეინარჩუნა განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა. შეუფერხებლად გაგრძელდა ინფრასტრუქტურული პროექტები.
თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. განსაკუთრებული მადლობა კი დისტანციურ სწავლებაში ჩართულ თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაუხადა, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით დისტანციური სწავლება წარმატებით განხორციელდა.
იხ. მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიში: GEO; ENG