მოწვევა ინტერესის გამოსახატად: მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურება - სკოლამდელი განათლების ქვე-სექტორის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მომზადებაში დახმარება (ადგილობრივი კონსულტანტი)
04.03.2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პროექტის „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად: მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურება (ადგილობრივი კონსულტანტი) - სკოლამდელი განათლების ქვე-სექტორის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მომზადებაში დახმარება.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განაცხადი ინგლისურ ენაზე.

განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მარტი 17:00 საათი.