საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
05.08.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა  ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით. საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას.