სამინისტრომ ომში დაღუპული ეროვნული გმირის შვილი დააჯილდოვა
07.08.2010
საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ომში დაღუპული ეროვნული გმირის ზაზა დამენიას შვილს გიორგი დამენიას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა. ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა.

გიორგი დამენია 186-ე სკოლის მეექვსე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. თამაშობს კალათბურთს და აქვს სპორტული მიღწევები. განსაკუთრებულად უყვარს საქართველოს ისტორია, რის გამოც სამინისტრო მას ისტორიული ჟანრის წიგნებით და მხატვრული ლიტერატურით აჯილდოებს.   გიორგი აქტიურად ერთვება  სხვადასხვა ღონისძიებებში. 

გიორგი დამენიას  186-ე სკოლამ, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად ცურვის ერთ წლიანი აბონიმენტი გადასცა.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წარჩინებული მოსწავლეების წახალისებაზე სამინისტრო მუდამ ზრუნავს, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ომში დაღუპული ეროვნული გმირების ოჯახები საზოგადოებამ არ დაივიწყოს და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.