მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილს იუბილეს ულოცავს
26.03.2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ  მწერალს გურამ დოჩანაშვილს 82 წლის იუბილეს ულოცავს:

„დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს ეპოქაში გურამ დოჩანაშვილის სახით გვყავს კლასიკოსი მწერალი – თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი.

სიკეთითა და ჰუმანიზმით აღსავსე მისი შემოქმედებით თაობები აღიზარდა და ახალგაზრდებს მომავალშიც ასწავლის კაცთმოყვარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. მართლაც რომ, „სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანებიცაა“. 

ვულოცავ ბატონ გურამს 82 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!“

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.