საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 19 მარტიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ცვლილების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და ჩამოყალიბდა ორ სამინისტროდ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.