საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010-1011 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მინისტრმა სასწავლო პროცესის დაწყებაზე, დასრულებასა და არდადეგეგბზე გააკეთა ძირითადი აქცენტი.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დადგინდა სწავლის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ვადები, რომელიც მომავალში არ შეიცვლება. ეს ცვლილება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს საშუალებას მისცემთ წინასწარ დაგეგმონ დასვენებისა და სწავლისათვის მოსამზადებელი პერიოდი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით:
• სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს და დასრულდება 15 ივნისს, გარდა I და XII კლასელებისა, ისინი დაამთავრებენ სასწავლო წელს 20 მაისს; ზამთრის არდადეგები დაიწყება 24 დეკემბერს და დასრულდება 20 იანვარს. სააღდგომო არდადეგები დაიწყება ყოველ დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს.
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები გადადიან სემესტრულ სწავლებაზე (განისაზღვრა 2 სემესტრი);