სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე
05.07.2021

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • CV

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით.