პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა კახეთში
22.07.2021

კახეთის რეგიონში, თელავში, კოლეჯმა „პრესტიჟმა“ სრულად რეაბილიტირებულ შენობაში პირველი სტუდენტების მისაღება დაიწყო.

2021 წელს კოლეჯში შეგიძლია აირჩიო შრომის ბაზარზე მოთხოვნადი შემდეგი პროფესიები:

  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
  • ელექტროობა
  • თმის მომსახურება
  • კულინარია
  • კონდიტერია
  • სასტუმრო მომსახურება
  • მხატვრული ქსოვა
  • სატყეო საქმე
  • საოფისე საქმე

კოლეჯში ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ინტეგრირებული პროგრამა, პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღოთ სრული ზოგადი განათლება და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

მევენახეობა-მეღვინეობის დუალური პროგრამის არჩევისას შესაძლებლობა გექნებათ კოლეჯის პარალელურად ისწავლოთ რეგიონის ექვს უმსხვილეს საწარმოში და ცოდნის მიღების პარალელურად დააგროვოთ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

2021 წელს კოლეჯი „პრესტიჟი“ სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო ბაზებზე 160-ზე მეტ სტუდენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: vet.emis.ge