კასპის კოლეჯში პირველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო
29.07.2021

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და დაეუფლონ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს:

  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • ელექტროობა
  • თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი
  • ვიზაჟის მომსახურება
  • იატაკისა და ფილის სამუშაოები
  • სამღებრო სამუშაოების შესრულება
  • სამკერვალო წარმოება
  • შედუღება

2021 წელს კასპის კოლეჯი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პირველ 260 სტუდენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vet.emis.ge

კოლეჯის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდი: www.kc.edu.ge