კოლეჯ „ლაკადაში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
04.08.2021

კოლეჯ „ლაკადაში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება. 2021 წელს კოლეჯში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროგრამებზე:

  • კულინარია
  • სამკერვალო წარმოება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • კომპიუტერული ქსელები და სისტემები
  • ელექტრობა
  • საფინანსო სერვისები
  • სამღებრო სამუშაოები
  • იატაკისა და ფილის სამუშაოები
  • მეხილეობა

კოლეჯში ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ინტეგრირებული პროგრამა, პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღოთ სრული ზოგადი განათლება და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

ახალი სასწავლო წლიდან სამშენებლო პროგრამების სტუდენტებს პირველად უმასპინძლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახელოსნოები, რომელთა მშენებლობაც უკვე დასრულებულია.

2021 წელს კოლეჯი „ლაკადა“ 200-ზე მეტ სტუდენტს მიიღებს. კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://lakada.edu.ge/

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#