შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები
06.08.2021

შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევით პროგრამებზე.

საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბერი 15:00 საათი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: www.sbfi.admin.ch/