დაბა ნასაკირალში ახალი სკოლა აშენდა
23.08.2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა განთავსებული. კეთილმოწყობილია სკოლის ეზო და ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა და სამუშაოების ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა.