განათლებისა დa მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მდივანთან ალინა რომანოვსკისთან, საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს სპენსერ ბოიერსთან და ამერიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გაცვლითი პროგრამების მოცულობა გაიზრდება და 2010 წელს შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ორჯერ მეტი მოსწავლე წავა.
”საგანმანათლებლო, მათ შორის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთბეული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
სტუმრებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარმატება უსურვეს და რეფორმების განხორციელებაში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, მხარეები საგანმანათლებლო საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას ინტენსიურად გააგრძელებენ.