ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
28.08.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში  სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

მე-17 საჯარო სკოლაში სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ორი - საჭიდაო და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას ახორციელებს.  სამუშაოებზე სამინისტროს მიერ 140 000 ათასი  ლარია გამოყოფილი.

მე-17 საჯარო სკოლაში 1100-მდე მოსწავლეა და მათგან 100-მდე მოზარდი ჭიდაობითაა გატაცებული. სკოლა თავისი სახსრებით საცურაო აუზის რეაბილიტაციასაც ახორეციელებს და სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლისთვის მე-17 სკოლაში ცურვის გაკვეთილებიც ჩატარდება.

ახალი სპორტული დარბაზები თანამედროვედ აღჭურვილი და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით კეთდება.  სულ ქუთაისის 5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, რაზეც 563 000  ლარი დაიხარჯება.