20 იანვარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს 2010 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა. ”რუსთაველის ფონდის” 2010 წლის ბიუჯეტი, 2009 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტების რანჟირებული სია. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 266 სამეცნიერო პროექტი. 2010 წლიდან დაფინანსებას მიიღებს კონკურსში გამარჯვებული 27 სამეცნიერო პროექტი, სხდომაზე ასევე დამტკიცდა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2009 წლის კონკურსის პროექტების რანჟირებული სია. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 64 სამეცნიერო პროექტი. 2010 წლიდან დაფინანსებას მიიღებს კონკურსში გამარჯვებული 10 სამეცნიერო პროექტი.
სხდომაზე განხილეს მეცნიერთათვის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგები. 2009 წელს, სულ კონკურსის შედეგად, დარეგისტრირდა 52 განაცხადი. 2010 წლის იანვრიდან სტიპენდიას მიიღებს 10 მეცნიერი. ასევე იმსჯელეს ახალგაზრდა მეცნიერთათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგებზე. .2009 წელს, სულ კონკურსის შედეგად, დარეგისტრირდა 45 განაცხადი. 2010 წლის იანვრიდან სტიპენდიას მიიღებს 15 ახალგაზრდა მეცნიერი.