უფასო სახელძღვანელოების დარიგება პირველი სექტემბრიდან დაიწყება
30.08.2010

წელს პირველად საქართველოში 2010 სასწავლო წელს ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლე პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს.

ამ პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. სახელმძღვანელოების დარიგება 1 სექტემბრიდან დაიწყება 14 სექტემბრამდე გასტანს. ბელიაშვილის 5 ნომერში მდებარე მანეჟში (დიღომი, რესტორან ,,ბაბილოსთან’’) განთავსდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, საიდანაც რესურს-ცენტრების წარმომადგენლებსა და დირექტორებს საშუალება ექნებათ წიგნები სკოლებში წაიღონ და ბავშვებს დაურიგონ.

ადგილი, საიდანაც სახელმძღვანელოების დარიგება მოხდება დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოინახულა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უფასო სახელმძღვანელობის დარიგება 1 სექტემბიდან დაიწყება, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სრულყოფილად იყოს მომზადებული.

მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შეძლებენ.