Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) ადგილობრივი კოორდინატორი საქართველოში
07.12.2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA) იწყებენ პროცედურას საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის  (NEO)-ს ახალი ადგილობრივი კოორდინატორის შესარჩევად.

წინაპირობა:

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდასაჭერად. 2021-2027 წლების პროგრამა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ ჩართულობას, მწვანე და ციფრულ ცვლილებებს, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიულ ცხოვრებაში. იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და აქტივობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა და ევროპული უნარების დღის წესრიგში.

Erasmus+ ასევე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში.

Erasmus+-ის ეროვნული ოფისები (NEO) ეხმარება ევროკომისიას, EACEA-ს და მესამე ქვეყნის ხელისუფლებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერასმუს+ პროგრამის განხორციელებაში. მათი მანდატი მოიცავს Erasmus+-ის ქმედებების საერთაშორისო განზომილებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერის, ხელშეწყობისა და გავრცელების აქტივობებს.

Erasmus+-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm.

სამუშაო აღწერილობა:

წარმატებულ კანდიდატი დაიკავებს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO-ს) კოორდინატორის პოსტს. იგი პასუხისმგებელი იქნება შემდეგი აქტივობების განხორციელებასა და კოორდინაციაზე:

  • Erasmus+-ის პროგრამის პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირება და შემდგომი დაკვირვება, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, ვებგვერდის მხარდაჭერა, წინადადებების მომზადება მომავალი გამოწვევებისა და პროექტების შესახებ, სარეკლამო მასალებისა და აქტივობების მომზადებაში ხელშეწყობა და ა.შ.
  • ადგილობრივი პოტენციური განმცხადებლების მხარდაჭერა და მათი დატრენინგება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Erasmus+-ში წარადგინონ განაცხადი; მათ შორის ტრენინგების ორგანიზება კონკურენტული წინადადების მომზადების შესახებ, ასევე ევროკავშირის პროგრამების კონკრეტულ თემებზე.
  • Erasmus+ პროექტების შედეგების დამუშავება და გავრცელება; მათ შორის აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის შედეგების გამოყენებასა და მეინსტრიმინგთან.  ევროკომისიისა და EACEA-თვის მისაწოდებელი კვლევების, სტატისტიკებისა და  ანგარიშების მიწოდებაში მონაწილეობა და ა.შ.
  • Erasmus+ ის ფარგლებში უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების, (HEREs) უმაღლესი განათლების საკითხებზე მუშაობისა და აქტივობების დაკვირვება, მათ შორის ბრიფინგებისა და შენიშვნების პროექტების, აგრეთვე, პროგრესის ანგარიშების თვალ-ყურის მიდევნება და მონიტორინგი იმ პროცესებისა, რომლებშიც ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან ჩართულნი.
  • ერასმუს + - ის ეროვნული ოფისის ადმინისტრირება, მათ შორის ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა,  ბიუჯეტისა და ფინანსური საკითხების შემდგომი მონიტორინგი, ერასმუს + - ის ეროვნული ოფისის   საქმიანობის განხორციელების ანგარიშების მომზადება.
  • კოორდინაცია, მათ შორის თანამშრომლობა და მოხსენება EACEA-ს, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებასთან თავად ქვეყანასა და ევროკომისიაში, საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების ერასმუს + - ის ეროვნული ოფისებთან, პარტნიორ ქვეყნებსა და Erasmus+ ეროვნულ სააგენტოებთან.

მოთხოვნები ვაკანსიისთვის:

მინიმალური დასაშვებობის კრიტერიუმები:

  • უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი;
  • პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში;
  • ძალიან კარგი ენობრივი ცოდნა: ზეპირი და წერილობითი ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (ენების საერთო ევროპული საცნობარო ჩარჩოს მინიმუმ B2 დონე);
  • გუნდის მართვის/კოორდინაციის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • ადგილობრივი გარემოს კარგი ცოდნა მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მომზადება, სპორტისა და ახალგაზრდობის სექტორები;
  • კარგი ანალიტიკური, კომუნიკაციის, შედგენისა და ანგარიშგების უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და ვალდებულების დაკისრების მაღალ დონეზე შესრულების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების შესანიშნავი ცოდნა (word, excel, power point);
  • მზადყოფნა მოგზაურობისთვის ქვეყნის შიგნით და, ზოგჯერ, ქვეყნის გარეთ.

სასურველი მოთხოვნები:

  • დოქტორის ხარისხი;
  • Erasmus+ პროგრამის და ევროკავშირის დაფინანსების წესებისა და პროცედურების კარგი ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ეროვნულ საჯარო ადმინისტრაციაში განათლებისა და სწავლების სფეროში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • ევროკავშირის სხვა ენის ცოდნა.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული ორი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე:

  • განახლებული დეტალური რეზიუმე (CV), Europass CV ფორმატში;
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი).

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: EACEA-EPLUS-CBHE@ec.europa.eu. გთხოვთ, თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „აპლიკაცია – კოორდინატორი NEO საქართველოში“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 15 დეკემბერი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით).

ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

შერჩევის პროცედურა:

კანდიდატების შერჩევას განახორციელებს შესარჩევი კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EACEA-ს წარმომადგენლებისგან.

შერჩევა ორგანიზებული იქნება შემდეგი ნაბიჯებით:

1. განმცხადებლების შესაბამისობისა და დასაშვებობის შემოწმება;

2. შესარჩევი კომისია გააანალიზებს შესაბამისი აპლიკანტების სამოტივაციო წერილებსა და CV-ებს, რის საფუძველზეც მოიწვევს წერილობით გამოცდასა და გასაუბრებაზე მსურველთა მოკლე სიაში მოცემულ კანდიდატებს;

3. შესარჩევი კომისია ჩაატარებს წერილობით ტესტირებას და გასაუბრებას კანდიდატის უფლებამოსილების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შესაფასებლად შერჩეულ პირებთან. ინტერვიუები ჩატარდება ინგლისურ ენაზე 2021 წლის ბოლო ტრიმესტრში.

შემდეგ შესარჩევი კომისია წარმოადგენს კანდიდატის ვინაობას, თანამდებობაზე დასანიშნად.

გარდა ამისა, შესაძლებელია, შეიქმნას კანდიდატთა სარეზერვო სია.

კანდიდატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ შესარჩევი კომიტეტის წევრებს, პირდაპირ ან ირიბად ამ დაქირავებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებების დადებაზე უფლებამოსილი ორგანო იტოვებს უფლებას, დისკვალიფიცირება მოახდინოს ნებისმიერ კანდიდატზე, რომელიც უგულებელყოფს ამ მითითებებს.

შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა.

დასაქმების პირობები:

დასაქმების დაწყების თარიღი: 2022 წლის იანვარი.

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 3 წლით, 2 წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

ხელფასი: მაქსიმალური თვიური მთლიანი ხელფასი: 2.067 ევრო, დაზუსტებული კანდიდატის სტაჟის/წინა გამოცდილების შესაბამისად.

დატვირთვა:  სრული განაკვეთი (100%). ეს პოზიცია არ არის თავსებადი სხვა სამსახურთან ერთად.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო.