საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 20-25 დეკემბერს „მეცნიერების კვირეულს“ ატარებს
20.12.2021

მიმდინარე სამეცნიერო პროცესების პოპულარიზაციის მიზნით, 20-25 დეკემბერს საქართველოში „მეცნიერების კვირეული“ გაიმართება.

მეცნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის I ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოებები, სამეცნიერო თემატიკის ნახატების გამოფენები და ტელესპექტაკლის პრემიერა, ლექცია-სემინარები და სხვ.

„მეცნიერების კვირეული“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ შემაჯამებელი ღონისძიებაა.

იხილეთ „მეცნიერების კვირეულის“ პროგრამა.