მიხეილ ჩხენკელმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნა
15.02.2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა  აჩუქა.

მინისტრისგან მიღებული საჩუქრით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა განაახლა.

14 თებერვალი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადება მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელიც ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება.  ეს დღე ათი წლის წინ დაწესდა. კამპანიაში ყოველწლიურად მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

 

#BookGivingDay