იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის გაზაფხულის ნაკადი
18.04.2022

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის გაზაფხულის ნაკადის რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 28 აპრილს. სტაჟირების გავლის მსურველებმა,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განაცხადი უნდა წარადგინონ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.stajireba.gov.ge

 სტაჟირება ცხადდება სამინისტროს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • ეკონომიკური დეპარტამენტი - საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი - ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი  - ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველო;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი   - საბიუჯეტო სამმართველო;
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი:  შიდა აუდიტის სამმართველო;
  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი ;
  • უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი: სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო;

სტაჟირების გავლის მსურველებს განაცხადის გაკეთების საშუალება ექნებათ 2022 წლის 9 მაისის ჩათვლით 15:00 საათამდე. სტაჟიორობის მსურველი განაცხადის რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს სამინისტროში.

სტაჟირება