სახელმწიფო სასწავლო გრანტით იმ პირთა დაფინანსება, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სწავლას აგრძელებენ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
განცხადებები მიიღება
2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღნიშნული პირის ჩარიცხვას.
საქართველოს მთავრობის დადგენილება (დადგენილება N173 და მინისტრის ბრძანება 857532 და განცხადების ფორმა)