სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა
სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე სპორტსმენები:
(მთავრობის
დადგენილება #206, 19.03.2022)
საქართველოს
ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში
გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები;
საქართველოს
ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც გახდებიან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის, პარასპორტის
სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები;
სპორტის სათამაშო
გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ
თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში)
ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური
თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას.
სპორტსმენებმა განცხადებით უნდა მიმართონ
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს,
შემდეგი დოკუმენტებით:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
- საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის
წერილი, რომელსაც უნდა ახლდეს ერთ-ერთი დოკუმენტი:
- სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში სპორტსმენის
მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი
მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული
მედლის ჩამორთმევისა და სპორტსმენისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია;
- სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს
ეროვნული ნაკრების მიერ შედეგის მიღწევისა (შესაბამის სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა/მონაწილეობის
უფლების მოპოვება) და მასში სპორტსმენის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა
სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის
თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს სპორტის სამინისტრო.
ამ წესის ფარგლებში ჩარიცხულ პირს ეზღუდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
გადასასვლელად მობილობის უფლება.