პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო:
შესაძლებლობა აქვთ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).
პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში (მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეც. ტურები, დაწესებულების შიდა ტესტირება, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტი და ა.შ), ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.