„ევროსოტუდენტი 8"-ის შესახებ

დასრულდა ევროსტუდენტი 8“-ის საველე სამუშაო.

გამოკითხვა მიმდინარეობდა სტანდარტული ელექტრონული კითხვარით 2022 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით.  კვლევაში სულ მონაწილოება მიიღო საქართველოს 57 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 4971-მა სტუდენტმა.

განხორცილებული კვლევის შერჩევა რეპრეზენტატულია ისეთი პარამეტრების თვალსაზრისით, როგორებიცაა,

  • რეგიონი, რომელშიც უმაღლესი საგანმანათლეობლო დაწესებულება მდებარეობს;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი, კოლეჯი);
  • სასწავლო პროგრამის მიერ მისანიჭებელი ხარისხი;
  • სასწავლო მიმართულება;
  • სტუდენტის სქესი;
  • სტუდენტთა ასაკობრივი ჯგუფები;
  • საქართველოს მოქალაქე და უცხოელი სტუდენტები.

მიღებული მონაცემები ტრანსფორმირდა კვლევის 677 ცვლადის/მასახსათებელის სახით. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა ლოგიკური წმენდა და პირველადი ანალიზი.

საბოლოოდ, კვლევის მიზანია სტუდენტური ცხოვრებისა და სწავლის შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლა:

  • სწავლის მიმდინარე მდგომარეობა;
  • საგანმანათლებოლო ფონი - ხელმისაწვდომობა;
  • კოვიდ-19 პანდემიის გავლენა;
  • სასწავლო პირობები;
  • სასწავლო პროცესის გაციფრულება და სტუდენტური ცხოვრება;
  • საცხოვრებელი პირობები;
  • საერთაშორისო მობილობა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
  • დისკრიმინაციის გამოცდილება.

 

კვლევის ანგარიში დასრულდება 2023 წლის ზაფხულში.