კატარის სტიპენდიები 2023-2024 წლისთვის
20.12.2022

კატარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic Program for Non-Native Speakers.

2023-2024 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  2. იყოს 18-დან 40 წლამდე;
  3. გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
  4. საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  5. უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორმასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე.

http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.

https://mybanner.qu.edu.qa/PROD/bwskalog.P_DispLoginNon