„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება იწყება
09.01.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების“ პროგრამის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო-რეგიონულ ოლიმპიადებში/ტურნირებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.