თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“
06.03.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის აცხადებს ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურსს სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. თეატრალური კომპოზიციები შეიძლება დაიდგას ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით.

კონკურსის მიზანია არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. თეატრალური კომპოზიციის მომზადების პროცესში  მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა.   

საკონკურსო პირობები

  • სასკოლო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს;
  • სკოლას შეუძლია  წარმოადგინოს არაუმეტეს 1 თეატრალური კომპოზიციისა;
  • სკოლას შეუძლია თეატრალური კომპოზიციის დასადგმელად მოიწვიოს შესაბამისი დარგის პროფესიონალი/პროფესიონალები;
  • თეატრალური კომპოზიციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

შეფასების კრიტერიუმები

  1. ლექსიკურად/ენობრივად გამართული ტექსტი;
  2. ორიგინალობა;
  3. სამსახიობო შესრულება;
  4. მუსიკალური ან/და ქორეოგრაფიული კომპონენტი.

დაჯილდოება

დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან  I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორი სკოლები.

I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები საჯაროდ წარმოადგენენ თეატრალურ კომპოზიციებს ქალაქ თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ სცენაზე, სადაც, ასევე, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

კონკურსის ვადები

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.

  • სკოლების მიერ თეატრალური კომპოზიციის დადგმა და ვიდეოჩანაწერის შესაბამისი რესურსცენტრისთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2023 წლის 20 მარტისა;
  • რესურსცენტრის მიერ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 2 საუკეთესო თეატრალური კომპოზიციის გამოვლენა და Microsoft Onedrive-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერების ბმულის წარმოდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 29 მარტისა;