გიორგი ამილახვარმა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
25.04.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის საჯარო  სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ეწვივნენ.

გიორგი ამილახვარმა  ახალგაზრდებს პირადად უმასპინძლა, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და  მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა  მოსწავლეებს სამინისტროს შენობა და საკუთარი სამუშაო ოთახი დაათვალიერებინა.