კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება
23.01.2010

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოლიმპიურ თემატიკაზე ჩატარებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში გამარჯვებული,  12 წლამდე  ასაკის, სამი მოსწავლე პორტარტული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

კონკურსი 2009 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის მასსტაბით ასობით სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებას დაესწრნენ: ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი,  ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი და  ევროპის 11 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები.