აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
20.05.2023

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევისა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰეიდარ ალიევის‘‘ სახელობის განახლებული აუდიტორიის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა, აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ამავე დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიაც გაიმართა.

ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.