CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები
22.06.2023

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი დასრულდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მართვის სახელმძღვანელოს" მე-10 თავში განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად, გრანტების გამცემმა კომისიამ შეაჯამა შეფასების შედეგები, მოახდინა საგრანტო პროექტების რანჟირება და განსაზღვრა დასაფინანსებელი კანდიდატების საბოლოო სია:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (აპლიკანტი)

 პროექტის დასახელება

კონსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

 „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“

სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 

 „ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში“

კოსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“

კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“

კონსორციუმი: სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს კავკასიის უნივერსიტეტი

  „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“

კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;  შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

 „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ 

კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი

 „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ 

კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 „ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში“ 

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

 „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“ 

კონსორციუმი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შვედეთის ლინკოპინგის უნივერსიტეტი

  „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ 

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

 „მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში“ 

კონსორციუმი: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

 „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ 

კონსორციუმი: სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

 „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“