პრეზენტაცია ჟურნალისტთა კორპუსისათვის
23.01.2010

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ჟურნალისტებს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოუწყო. სემინარის მთავარი მიზანი მათთვის 2010-2011 წლებში ზოგად განათლებაში დაგეგმილი  სიახლეების გაცნობა იყო.

დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიზნებზე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინიციატივებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტებმა ყველა კითხვაზე პასუხი პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან მოისმინეს.

ღონისძიების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა მაია მიმინოშვილმა, ნათია ჯოხაძემ და სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე პრეზენტაციები გააცნეს, ასევე უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა განათლების რეფორმის პროცესის გამჭირვალობის გაზრდას ამ რეფორმების საჯაროდ განხილვის გზით.