ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით საქართველო სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
04.10.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ბოლონიის სამუშაო ჯგუფის საბჭოს სხდომა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებასა და ჰარმონიზაციაზე, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ბოლონიის სამუშაო ჯგუფის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც საბჭოს წევრებს და უმაღლესი განათლების ექსპერტებს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველო ესპანეთის სამეფოსთან ერთად ბოლონიის პროცესის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ბოლონიის სამუშაო ჯგუფის საბჭოს სხდომაზე, რომელიც სამინისტროს ორგანიზებით 2 ოქტომბერს გაიმართა, ბოლონიის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. მათ შორის 2024 წელს დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ბოლონიის პროცესი ევროპის ყველაზე ფართო თანამშრომლობის პლატფორმაა. მასში საქართველო 2005 წლიდან მონაწილეობს, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

+2
See insights and ads
Boost post
Like
Comment
Share