განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეთავაზება კერძო სექტორს
21.11.2023

პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანას უნარების ეკოსისტემაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. ეს შეთავაზება ითვალისწინებს სხვადასხვა ალტერნატიულ მიდგომას.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორს სთავაზობს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, შემდეგი ფორმით:

• კოლეჯების თანადაფუძნება/თანაინვესტირება;

• კოლეჯის მართვაში გადაცემა;

• კოლეჯის კონკრეტული მიმართულების მართვაში გადაცემა;

• კოლეჯის ინფრასტრუქტურის/სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა პირობით.

დაინტერესებულ კომპანიებს, შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის მიზნით, წერილობით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.