გიორგი ამილახვარმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა
24.11.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.