რუმინეთის მთავრობის "Eugen Ionescu" კვლევითი და სადოქტორო სტიპენდიები
05.12.2023

2023-2024 აკადემიური წლისთვის, რუმინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილია "Eugen Ionescu" კვლევითი და სადოქტორო სტიპენდიები.

სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: https://www.auf.org/nouvelles/appels-a-candidatures/bourses-de-recherche-doctorale-et-postdoctorale-eugen-ionescu-2023-2024/ 

დამატებით გაცნობებთ, რომ სტიპენდია განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამთვიანი მობილობა რუმინეთის 33 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში. სტიპენდიის მოსაპოვებლად საერთაშორისო კანდიდატის განცხადებები მიიღება ა.წ. 23 დეკემბრამდე.