გიორგი ამილახვარმა გერმანულ მხარესთან პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
05.12.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელთან ლიდია კრისტმანთან, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და PEM consult-ის წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში თბილისის ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულებით ექსელენს ცენტრის პროექტის მიმდინარეობა. მინისტრს საკონსულტაციო კომპანიის PEM consult-ის მიერ წარედგინა ექსელენს ცენტრის ბიზნეს მოდელი. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ცენტრის განვითარების ძირითადი მიმართულებები - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დანერგვაც განხორციელდება ექსელენს ცენტრში, ასევე ცენტრისათვის პროფესიული განათლების მასწავლებელთა შერჩევის საკითხი, ცენტრის მშენებლობის დეტალები და პროექტის განხორციელების ფინანსური ნაწილი.