გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ემინ ამრულაევთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს STEAM-ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა
25.01.2024

გრძელდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ემინ ამრულაევთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს STEAM-ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.

ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და STEM განათლების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.