სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამა 2024-2025 სასწავლო წლისთვის
29.02.2024

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2024/2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის გამოცხადებულია ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამა (National Scholarship Program).

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და მკვლევრებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. 

უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის თაობაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.