საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების საყურადღებოდ
30.04.2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების თანახმად 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებების თარიღები შეიცვალა. კერძოდ, დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება:

 

  •  ქალაქ თბილისში 2024 წლის 8 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს, ხოლო 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად 2024 წლის 14 მაისს.
  •  ქალაქ ქუთაისში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.
  •  ქალაქ ონში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.

 

აქვე გაცნობებთ, რომ გასაუბრების ადგილი და საათი უცვლელია.