საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა
18.07.2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს − ბაღდათის, საჩხერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ჩხოროწყუს, ხობის, ახალქალაქის, თელავის, ხაშურის, ლანჩხუთის, გარდაბნის, სენაკისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობებზე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 13 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი;
  • განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2024 წლის 18 ივლისიდან და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე: https://hr.gov.ge

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:

  • პირველი ეტაპი – კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი – გასაუბრება.

რესურსცენტრის უფროსობის კანდიდატი, კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გასაუბრებას გაივლის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.

გასაუბრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეცნობება.