დიმიტრი შაშკინმა წარმატებულ მოწავლეებს კომპიუტერები გადასცა
06.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცა. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ  1015 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და  მისი მიზანია საქართველოს სკოლებში წარჩინებული მოსწავლეებისათვის პირად სარგებლობაში პერსონალური კომპიუტერების (ნოუთბუქების/სტაციონალური კომპიუტერების) გადაცემით, ხელი შეუწყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების შემოღებას. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას და კონკურენტული ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას.

2010 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2009/2010 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

წარჩინებულ მოსწავლეთა  ამ მიმართულებით წახალისება  მომავალშიც გაგრძელდება.