კორეის განვითარების ინსტიტუტის სტიპენდიები
01.08.2024

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) აცხადებს მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:

სამაგისტრო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (MPP);
- განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MDP);
- საჯარო მენეჯმენტის მაგისტრი (MPM);
- მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MDS);
- ინტელექტუალური საკუთრების და განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MIPD).

სადოქტორო პროგრამები:
- დოქტორი საჯარო პოლიტიკაში (PP);
- დოქტორი განვითარების პოლიტიკაში (DP).

სტიპენდიის ფარგლებში კორეის მთავრობა უზრუნველყოფს სწავლის გადასახადისა და საერთო საცხოვრებლის ხარჯებს. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 12-დან 30 აგვისტომდე. 

დაინტერესებულ კანდიდატურებს დამატებითი ინფორმაციის ხილვა შეუძლიათ დანართში.