შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები
08.08.2024

შვეიცარიის მთავრობა ქართველ მკვლევრებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი, 12:00 საათი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

 

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე:

www.sbfi.admin.ch/scholarships_eng