სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა
26.09.2024

სლოვაკეთის სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულია სასტიპენდიო პროგრამები 2024-2025 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის (National Scholarship Program) ფარგლებში.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ასევე მგზავრობის დაფინანსებაზე.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 31 ოქტომბრამდე. განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://www.scholarships.sk

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.