ბაია კვიციანი
ბაია კვიციანი

დაიბადა 1986 წლის 12 აპრილს.

 

განათლება

2012-2014  –  ლონდონის რიჯენთსის უნივესიტეტი, ევროპის ბიზნეს სკოლა (EBS), მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში ადამიანური რესურსების განხრით (MA HRM);  

2003-2007  –  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალისტი;

 

პროფესიული გამოცდილება

2024/11 - დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2021/05-2024/11  – საქართველოს X მოწვევის პარლამენტი - პარლამენტის წევრი;

განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;         

კულტურის კომიტეტის წევრი;

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;

2020/06-2021/06 –  მულტიდისციპლინური სახელოვნებო პლატფორმა „Educo“-ს   დამფუძნებელი/არტ მენეჯერი;

2019/09-2019/02 –  ბრიტანეთის საბჭო, დიდი ბრიტანეთი / საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი - ახალგაზრდული ბორდის წევრი;

2017/09-2019/10 –  კომპანია “დალოოდის” გენერალური დირექტორი;

2016/05-2016/10 –  ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შტატგარეშე HR კონსულტანტი;

2011/02-2011/10 – თბილისის IX საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი;

2010/03-2011/10 – საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

2007/01-2008/08 –    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

 

საერთაშორისო პროგრამები

2022       ოქსფორდის კულტურულ ასოციაციასთან პარტნიორობით ბრიტანეთის საბჭოს ( British Council in Partnership with the Cultural Associates Oxford)   შემოქმედებითი ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა პოლიტიკის შემქმნელებისთვის (Supporting the Creative Economy, a Program for Policymakers).
2021      ეუთო ოდირი, ახალგაზრდა ქალთა პოლიტიკური აკადემია (ODIHR's Young Women's Political Academy), ადამიანური რესურსების კაპიტალიზაცია გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით (CHANGE Project).