„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
14.01.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო ოლიმპიადებში/ტურნირებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2025 წლის სამი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შევსონ განაცხადის ფორმა.