სერტიფიცირებული პედაგოგების წახალისება დაიწყო
10.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე  მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერტიფიკატო გამოცდები სერტიფიკატები და პერსონალური კომპიუტერები გადასცა. 

მინისტრთან მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ:  ნათელა კირვალიძე თბილისის №156 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი, ზაზა მელიქიძე რუსთავის №26 საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელი, ირმა ჯიშიაშვილი თბილისის №51 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი, ნინო ბერაძე თბილისის № I საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი და მაია თევდორაშვილი თბილისის №42 საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელი.

დიმიტრი შაშკინმა  პედაგოგებს, როელთაც მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები გაიარეს და ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს, მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა.

სერტიფიცირებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას  მიიღებენ, იმუშავებენ მენტორ მასწავლებლებად და შესაძლებლობა მიეცემათ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.