ხაზარის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლისთვის
01.05.2025

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხაზარის უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის გამოყოფს სასტიპენდიო პროგრამას უცხოელი სტუდენტებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admissions@khazar.org;

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 ივნისი.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.